სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკი — საქართველოს უნივერსალური კომერციული ბანკი, დაფუძნდა 1994 წლის21 ოქტომბერი ყოფილი სახელმწიფო ბანკი ”ბინსოცბანკის” ბაზაზე.
საქართველოს ბანკი უმსხვილესია საქართველოში აქტივების, სასესხო პორტფელის და სააქციო კაპიტალის მიხედვით (საბანკო ბიულეტენი, #6 , გვ. 5-8 - თბილისი, საქართველოს ეროვნული ბანკი, 16 აპრილი-23 აპრილი აპრილი, 2007წ). ბანკს საქართველოში სიდიდით მეორე ფილიალების ქსელი გააჩნია. საქართველოს ბანკის ფილიალების რაოდენობა 137 შეადგენს და იგი 953 ათასზე მეტი ფიზიკური პირისა და 164 ათასზე მეტი იურიდიული პირის ანგარიშს ემსახურება. ბანკი საკუთარ მომხმარებლებს მთელ საქართველოში სთავაზობს სამომხმარებლო, კორპორატიული და დაგროვილი ქონების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. გარდა ამისა, ბანკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს საკუთარი შვილობილი კომპანიის, ”ალდაგი-ბისიაი”-ს მეშვეობით, აგრეთვე საბროკერო და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას შვილობილი საბროკერო კომპანიის ”ბი ჯი კაპიტალის” საშუალებით.
*”სტანდარდ ენდ პურს”-ისაგან: B/B რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით
*”მუდის”-ისაგან: B3/NP (უცხოური ვალუტა) და Ba3/NP (ადგილობრივი ვალუტა)
*”ფიტჩრეიტინ”-ისაგან: B+/B სტაბილური პერსპექტივით
*საქართველოს ბანკი
*საქართველოს ბანკის აქციის (GEB) ფასი საქართველოს საფონდო ბირჟაზე
კატეგორია:საქართველოს ბანკებიMapyourinfo translations allows you to search a foreign language with your own language (translate search) and receive the content also in your language
